Rush Hour 2

ჟანგ ზიი | Zhang Ziyi
ჟანგ ძიი (ჩინური: 章子怡; დაიბადა 1979 წლის 9 თებერვალს) ჩინელი მსახიობია. მისი პირველი მთავარი როლი შედგა ფილმში „სახლის გზა“ (1999). მოგვიანებით მან პოპულარობა მოიპოვა ფილმში „მცოცავი ვეფხვი, დამალული დრაკონი“ (2000) შესრულებული როლით, რომელიც ოსკარის 10 ნომინაციაზე იყო ნომინირებული. დასავლეთში ჟანგი ყველაზე მეტად ცნობილია ფილმებში „პიკის საათი 2“ (2001), „გმირი“ (2002), „2046“ (2004) და „მფრინავი ხანჯლების სახლი“ (2004) მონაწილეობით. მისი ყველაზე აღიარებული ნამუშევრებია „გეიშას მემუარები“ (2005), რომელმაც მას ოქროს გლობუსის ჯილდოზე, დრამაში საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე, BAFTA-ს ჯილდოზე, მთავარი როლის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოზე მთავარი როლის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე; და „დიდოსტატი“ (2013), რომლისთვისაც მან 12 სხვადასხვა ჯილდო მოიპოვა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში და გახდა ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთი ფილმისთვის.
