American Gangster

თ.ი. | T.I.
კლიფორდ ჯოზეფ ჰარის უმცროსი (დაიბადა 1980 წლის 25 სექტემბერს), უფრო ცნობილი სასცენო სახელით T.I. ან T.I.P., არის ამერიკელი ჩამწერი არტისტი, კინოსა და მუსიკის პროდიუსერი და ზოგჯერ მსახიობიც. ის ასევე არის Grand Hustle Records-ის დამფუძნებელი და თანააღმასრულებელი დირექტორი (CEO). მას გამოშვებული აქვს ექვსი სტუდიური ალბომი (I'm Serious, Trap Muzik, Urban Legend, King, T.I. vs. T.I.P., Paper Trail და No Mercy), რომელთაგან ბოლო ხუთი კომერციულ ბაზარზე დიდი წარმატებით სარგებლობს. მან გამოუშვა ისეთი წარმატებული სინგლები, როგორიცაა „Bring Em Out“, „What You Know“, „Big Shit Poppin' (Do It)“, „Swagga Like Us“ (კანიე უესტის, ჯეი-ზის და ლილ უეინის მონაწილეობით), „Whatever You Like“, „Live Your Life“ (რიანას მონაწილეობით), „Dead and Gone“ (ჯასტინ ტიმბერლეიკის მონაწილეობით), „Got Your Back“ (კერი ჰილსონის მონაწილეობით) და „That's All She Wrote“ (ემინემის მონაწილეობით). მან სამი ვადით მოიხადა საოლქო ციხეში, ორჯერ პირობითი მსჯავრის დარღვევისთვის და ერთხელ აშშ-ის ფედერალური იარაღის ბრალდებით. 11-თვიანი პატიმრობისას მან გამოუშვა თავისი მეშვიდე სტუდიური ალბომი, No Mercy. T.I.-ს ასევე ჰქონდა წარმატებული სამსახიობო კარიერა, მონაწილეობდა ფილმებში „Takers“ და „ATL“. ვიკიპედიიდან, თავისუფალი ენციკლოპედიიდან
