The Lucky One

ტეილორ შილინგი | Taylor Schilling
ამერიკელი მსახიობი. იგი ცნობილია პაიპერ ჩეპმენის განსახიერებით Netflix-ის ორიგინალურ სერიალში „ნარინჯისფერი ახალი შავია“ (2013 წლიდან დღემდე), რისთვისაც მან მოიგო 2013 წლის Satellite Award, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი ტელესერიალში - მიუზიკლში ან კომედიაში, და იყო ნომინირებული ოქროს გლობუსის ჯილდოზე საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში - ტელესერიალ დრამაში და Primetime Emmy Award-ზე, როგორც საუკეთესო მთავარი მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში 2014 წელს. მისი კინოდებიუტი შედგა დრამაში „ბნელი მატერია“ (2007), მერილ სტრიპთან ერთად. შილინგმა ასევე ითამაშა ვერონიკა ფლანაგან კალაჰანის როლი NBC-ის მოკლევადიან სამედიცინო დრამაში „მერსი“ (2009–10). მის სხვა ფილმებს შორისაა „ატლასი მხრებს აჩეჩავს: ნაწილი I“ (2011), რომანტიკული დრამა „იღბლიანი“ (2012) და პოლიტიკური თრილერი „არგო“ (2012).
