Life of Pi

სურაჯ შარმა | Suraj Sharma
სურაჯ შარმა ინდოელი მსახიობია ნიუ დელიდან, რომლის დებიუტიც 2012 წელს ფილმში „პის ცხოვრება“ მთავარი როლით შედგა. სურაჯ შარმა დაიბადა ნიუ დელიში, ინდოეთში. მისი მშობლები მალაიელები არიან, წარმოშობით კერალადან. სურაჯი ფილოსოფიის სტუდენტია წმინდა სტეფანეს სახელობის კოლეჯში, ნიუ დელიში. მან სკოლა დაამთავრა სარდარ პატელ ვიდიალაიაში, სადაც მას პოპულარულ სტუდენტად მოიხსენიებდნენ. როლამდე მას სამსახიობო გამოცდილება არ ჰქონდა და კასტინგზე მხოლოდ იმიტომ გავიდა, რომ იქ თავის უმცროს ძმასთან, შრიჰარშ შარმასთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც სთხოვა, რომ მასთან ერთად წასულიყო. ის იყო ერთ-ერთი იმ 3000 მსახიობს შორის, ვინც კასტინგზე გაიარა პიშინ მოლიტორ პატელის (პი) როლზე. შარმამ როლის მოგებამდე რამდენიმე კასტინგზე გავიდა. რეჟისორმა ანგ ლიმ განაცხადა, რომ მან შარმა ძირითადად მისი ექსპრესიული თვალებისა და უმანკო გარეგნობის მიხედვით შეარჩია. მისი თქმით, შარმას არა მხოლოდ ემოციურობა, არამედ პის „გამომეტყველებაც“ ჰქონდა. მისი „საშუალო ფერის კანი“ და „საშუალო აღნაგობა“ როლისთვის იდეალურად ითვლებოდა. „პის ცხოვრების“ გადაღების შემდეგ, შარმა დაუბრუნდა ფილოსოფიის შესწავლას დელის უნივერსიტეტის წმინდა სტეფანეს კოლეჯში და აპირებს კინორეჟისურაში მუშაობის გაგრძელებას.[6] ფილმმა კრიტიკოსების მოწონება და შარმას შესრულებისთვის დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ვიკიპედიიდან, თავისუფალი ენციკლოპედიიდან.
