ერთხელ ჰოლივუდში
Once Upon a Time in Hollywood

დაიბადა ნიუ-იორკში, პანამელი და ინგლისელი მშობლების ოჯახში. ადრეულ ასაკში გადავიდა ლონდონში, სადაც სწავლა დაიწყო LAMDA-ში და სწავლობდა სამხრეთ კენსინგტონში, ქუინს გეითის გოგონათა სკოლაში. თოთხმეტი წლის ასაკში მაიამიში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩაბარებამდე სწავლობდა New World School of the Arts-ში. UCLA-ს დამთავრების შემდეგ მან მეორეხარისხოვანი როლი მიიღო Lifetime-ის ფილმში „შაქრის მამიკოები“ და მთავარი როლი ანა ბილერის მხატვრულ ფილმში „სიყვარულის ჯადოქარი“.