ეროვნული საგანძური
National Treasure

რონ კანადა ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი, რომელმაც კარიერა მსახიობად 1978 წელს დაიწყო. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ტელევიზიაში, ისე კინოში; ყველაზე მეტად ცნობილია Cinderella Man-ში და Wedding Crashers-ში შესრულებული როლების და ტელესერიალ The West Wing-ში სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ტედ ბაროუს, განმეორებით როლით. 1996 წელს რონმა მიიღო დალასის კინოკრიტიკოსების ჯილდო და მნიშვნელოვანი ეროვნული ყურადღება მოიპოვა ჯონ სეილსის ფილმ Lone Star-ში ოთის პეინის შესრულებისთვის.