The Thomas Crown Affair

რენე რუსო | Rene Russo
რენე მარი რუსო (დაიბადა 1954 წლის 17 თებერვალს) ამერიკელი მსახიობი და ყოფილი მოდელია. მან კარიერა, როგორც მოდელმა, 1970-იან წლებში დაიწყო და ისეთი ჟურნალების გარეკანებზე გამოჩნდა, როგორიცაა Vogue და Cosmopolitan. მისი კინოდებიუტი 1989 წელს შედგა კომედიურ ფილმში Major League, ხოლო საერთაშორისო აღიარება 1990-იან წლებში არაერთ თრილერსა და მძაფრსიუჟეტიან ფილმში მოიპოვა, მათ შორისაა Lethal Weapon 3 (1992), In the Line of Fire (1993), Outbreak (1995), Get Shorty (1995), Ransom (1996), Lethal Weapon 4 (1998) და The Thomas Crown Affair (1999). ოჯახური კომედიის, Yours, Mine & Ours (2005) მთავარი როლის შესრულების შემდეგ, რუსომ ხუთწლიანი შესვენება აიღო სამსახიობო კარიერაში. ის ეკრანზე დაბრუნდა ფრიგას, მთავარი გმირის დედის, როლზე სუპერგმირულ ფილმში „თორი“ (2011), როლი კი მან გაიმეორა ფილმებში „თორი: ბნელი სამყარო“ (2013) და „შურისმაძიებლები: დასასრული“ (2019). 2014 წელს რუსომ ითამაშა აღიარებულ კრიმინალურ თრილერში „ღამის მცოცავი“, რისთვისაც მან მოიგო სატურნის ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალისთვის და იყო ნომინირებული BAFTA-ს ჯილდოზე მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალისთვის. იგი ასევე გამოჩნდა ფილმებში „სტაჟიორი“ (2015), „ახლახან დავიწყე“ (2017) და „ხავერდოვანი ჩხუბის ხერხი“ (2019).
