მამობა
Fatherhood

პოლ რაიზერი (დაბ. 30 მარტი, 1956) — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, სატელევიზიო სცენარისტი და მუსიკოსი. განსაკუთრებული ცნობადობა მოიპოვა როლებით: მაიკლ ტეილორი 1980-იანი წლების სითკომში My Two Dads; პოლ ბუხმანი NBC-ის სითკომში Mad About You; მოდელი 1982 წლის ფილმში Diner; კარტერ ბერკი 1986 წლის ფილმში Aliens; და დეტექტივი ჯეფრი ფრიდმანი ფილმებში Beverly Hills Cop (1984) და Beverly Hills Cop II (1987). უახლეს წლებში რაიზერი თამაშობდა ჯიმ ნეიმანის როლს 2014 წლის Whiplash-ში და დუგ გეტის როლს Amazon Video-ის სერიალში Red Oaks.