Michael

ნია ლონგი | Nia Long
ნია ლონგი (დაიბადა 1970 წლის 30 ოქტომბერს) ამერიკელი მსახიობი და მუსიკალური ვიდეოების რეჟისორია. იგი ყველაზე მეტად ცნობილია სატელევიზიო სერიალებში „ბელ-ეარის ახალი პრინცი“ და „მესამე დარაჯი“ შესრულებული როლებით, ასევე ფილმებში „სულის საკვები“, „სიყვარული ჯონსი“, „მეჯვარე“, „დიდი დედის სახლი“ და „არიან თუ არა იქ?“. ლონგი დაიბადა ბრუკლინში, ნიუ-იორკში, აშშ. მისი ოჯახი აფრო-ტრინიდადური წარმოშობისაა. მისი სახელი, ნია, კვანზაას შვიდი დღიდან ერთ-ერთია, რაც სუაჰილის ენაზე დანიშნულებას ნიშნავს. ლონგის მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ლონგი ორი წლის იყო და ის და დედამისი აიოვა-სიტიში, აიოვას შტატში გადავიდნენ საცხოვრებლად. შემდგომში ისინი სამხრეთ ლოს-ანჯელესის უბანში გადავიდნენ საცხოვრებლად, როდესაც ლონგი შვიდი წლის იყო. ლონგის მამა ამჟამად ტრენტონში, ნიუ-ჯერსიში ცხოვრობს. ლონგის ნახევარდა კომიკოსი სომორია, „კომედიის დედოფლების“ ერთ-ერთი ვარსკვლავი. ის სწავლობდა რომის კათოლიკურ სკოლაში „წმინდა მარიამის აკადემია“ და სწავლობდა ბალეტს, სტეპს, ჯაზს, ტანვარჯიშს, გიტარას და მსახიობობას. მან ვესტჩესტერის საშუალო სკოლა 1989 წელს დაამთავრა. ლონგის სამსახიობო მწვრთნელი იყო ბეტი ბრიჯესი, უფრო ცნობილი, როგორც „სხვადასხვა შტრიხების“ ვარსკვლავის, ტოდ ბრიჯესის დედა. მისი პირველი როლი შედგა დისნეის სატელევიზიო ფილმში „The B.R.A.T Patrol“ შონ ასტინთან, ტიმ ტომერსონთან და ბრაიან კიტთან ერთად. მისი პირველი აღსანიშნავი როლი ტელევიზიაში იყო სამწლიანი კონტრაქტით გათვალისწინებული კეტრინ „კეტ“ სპიკსის როლი საპნის ოპერაში „Guiding Light“. ლონგმა კეტის როლი 1991 წლიდან 1994 წლამდე შეასრულა, შემდეგ 1994-1995 წლებში მან უილ სმიტის შეყვარებულისა და საცოლის, ბიულა „ლიზა“ უილკსის როლი სერიალში „The Fresh Prince of Bel Air“. 2003 წელს ის შეუერთდა დრამა „Third Watch“-ის მსახიობთა გუნდს, სადაც მან ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერი საშა მონროს როლი ითამაშა, რაც გაგრძელდა სერიალის ფინალამდე 2005 წელს. 2005 და 2006 წლებში ლონგი გამოჩნდა სერიალში „Everwood“ და 2006-2007 წლების სეზონზე „Boston Legal“. ლონგი ასევე მონაწილეობდა სერიალში „Big Shots“ 2007-2008 წლებში მაიკლ ვარტანთან და დილან მაკდერმოტთან ერთად. ის ასევე სტუმრად გამოჩნდა წარმატებულ სიტკომში „Living Single“ მისი პირველი სეზონის განმავლობაში. ლონგი მეორეხარისხოვან როლებში გამოჩნდა რამდენიმე ფილმში, მათ შორის „Boyz n the Hood“, „Friday“ და „Made in America“. მან მთავარი როლი ან მთავარი ანსამბლის წევრი შეასრულა რამდენიმე ფილმში, მათ შორის „Soul Food“, „Love Jones“, „Boiler Room“, „Big Momma's House“, „Are We There Yet?“ და „The Best Man“. აის კიუბი მასთან ერთად ოთხ ფილმში ითამაშა, ხოლო (ვესტჩესტერის საშუალო სკოლის კურსდამთავრებული) რეჯინა კინგი მასთან ერთად ორში. ლონგი 2000 წელს People-ის მიერ მსოფლიოს 50 ულამაზეს ადამიანს შორის დასახელდა. 2004 წელს მან მოიგო NAACP Image Award დრამატულ სერიალში საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ნომინაციაში „Third Watch“-ში შესრულებული როლისთვის. კინოს როლებთან ერთად, მან გადაიღო იოლანდა ადამსის მუსიკალური ვიდეო „This Too Shall Pass“ და იყო თანარეჟისორი და გამოჩნდა აშანტის მუსიკალურ ვიდეოში „Baby“. ის ასევე ჩნდება კანიე უესტის ვიდეოში „Touch The Sky“. ლონგს და მის ყოფილ დიდი ხნის შეყვარებულს და თანამსახიობ მასაი ზ. დორსის ჰყავთ ვაჟი, მასაი ჟივაგო დორსი II, რომელიც 2000 წლის 26 ნოემბერს დაიბადა.
