მელოტი ძიძა
The Pacifier

მორგან იორკი (დაბადებული 1993 წლის 18 იანვარს) ამერიკელი მსახიობი. 18 თვის ასაკში შემთხვევით მოხვდა ThermoScan ყურის თერმომეტრის რეკლამაში. ამის შემდეგ ცოტა ხნით შეაჩერა სამსახიობო საქმიანობა, მაგრამ მოგვიანებით დაიქირავეს კიმ ბეიკერის როლში ბოქს-ოფის ჰიტში Cheaper by the Dozen (2003). 2004 წელს იორკმა მიიღო ლულუ პლამერის როლი ფილმში The Pacifier ვინ დიზელისა და ბრიტანი სნოუს გვერდით. 2005 წლის ივლისში კვლავ განასახიერა კიმ ბეიკერი Cheaper by the Dozen 2-ში. მას პერიოდული როლი აქვს — სარა — დისნეის პოპულარულ სერიალში Hannah Montana. იორკს ჰყავს ორი და-ძმა: და ვენდი და ძმა თომასი; მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს.