Deepwater Horizon

მარკ უოლბერგი | Mark Wahlberg
მარკ რობერტ მაიკლ უოლბერგი (დაიბადა 1971 წლის 5 ივნისს), ადრე ცნობილი სასცენო სახელით მარკი მარკი, ამერიკელი მსახიობი და ყოფილი რეპერია. მისი, როგორც მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის, შემოქმედება მოიცავს კომედიის, დრამის და მძაფრსიუჟეტის ჟანრებს. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის BAFTA-ს ჯილდო და ნომინირებულია ორ ოსკარზე, სამ ოქროს გლობუსზე და ცხრა პრაიმტაიმ ემის ჯილდოზე. უოლბერგი ბოსტონში დაიბადა. ახალგაზრდობაში მან მონაწილეობა მიიღო ძალადობრივ და რასობრივად მოტივირებულ არაერთ თავდასხმაში. მან პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებში ჰიპ-ჰოპ ჯგუფ Marky Mark and the Funky Bunch-ის წევრად, რომელთანაც გამოუშვა ალბომები Music for the People (1991) და You Gotta Believe (1992). უოლბერგის ეკრანული დებიუტი შედგა ფილმში „რენესანსის კაცი“ (1994) და პირველი მთავარი როლი ფილმში „შიში“ (1996). მან კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა პორნომსახიობ დირკ დიგლერის როლის შესრულებისთვის ფილმში „ბუგის ღამეები“ (1997). 2000-იანი წლების დასაწყისში უოლბერგმა მონაწილეობა მიიღო მაღალბიუჯეტიან მძაფრსიუჟეტიან ფილმებში, როგორიცაა „იდეალური შტორმი“ (2000), „მაიმუნების პლანეტა“ (2001) და „იტალიური სამსახური“ (2003). იგი ნომინირებული იყო ოსკარზე, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი კრიმინალურ დრამაში „მიტოვებულები“ (2006) პოლიციელის როლის შესრულებისთვის. უოლბერგი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის პრემიაზე, როგორც საუკეთესო მსახიობი მამაკაცი სპორტულ დრამაში ბიოგრაფიულ ფილმში „მებრძოლი“ (2010) მიკი უორდის როლის შესრულებისთვის; თანაპროდიუსერის რანგში, იგი ნომინირებული იყო ოსკარზე, როგორც საუკეთესო ფილმი. 2010-იან წლებში მან წარმატებული კომედიური როლები მიიღო ფილმებში „სხვა ბიჭები“ (2010), „ტედი“ (2012), „ტედი 2“ (2015), „მამიკოს სახლი“ (2015) და „მამიკოს სახლი 2“ (2017). უოლბერგმა ასევე ითამაშა ტრანსფორმერების ფრენჩაიზ ფილმებში „ტრანსფორმერები: გადაშენების ხანა“ (2014) და „ტრანსფორმერები: უკანასკნელი რაინდი“ (2017). 2017 წელს ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო. უოლბერგი HBO-ს ხუთი სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი იყო: კომედიურ-დრამა „Entourage“ (2004–2011), კრიმინალური დრამა „Boardwalk Empire“ (2010–2014), კომედიურ-დრამა „How to Make It in America“ (2010–2011) და „Ballers“ (2015–2019) და დოკუმენტური ფილმი „McMillions“ (2020). ის Wahlburgers-ის ქსელის თანამფლობელია და მასთან დაკავშირებულ რეალითი შოუშიც მონაწილეობდა. უოლბერგმა ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი 2010 წელს მიიღო.


