Shrek Forever After

ლარი კინგი | Larry King
ლარი კინგი (დაბ. ლოურენს ჰარვი ზაიგერი; 19 ნოემბერი 1933 — 23 იანვარი 2021) იყო ამერიკელი ტელე- და რადიოწამყვანი და ანაზღაურებადი სპიკერი, რომლის საქმიანობა აღინიშნა ისეთი ჯილდოებით, როგორც ორი პიბოდის ჯილდო, ემის ჯილდო და 10 კეიბლ-ეისის ჯილდო. კარიერა დაიწყო ფლორიდის ადგილობრივი ჟურნალისტისა და რადიოინტერვიუს გამტარებლის როლში 1950-იან და 1960-იან წლებში. 1978 წელს გაითქვა სახელი როგორც The Larry King Show-ის წამყვანმა — მთელი ღამის, მთელეროვნული სატელეფონო რადიოშოუ Mutual Broadcasting System-ის ეთერში. 1985–2010 წლებში უძღვებოდა ყოველღიურ ინტერვიუს სატელევიზიო პროგრამას Larry King Live CNN-ზე. 2012–2020 წლებში იგი წარმართავდა Larry King Now-ს Hulu-ზე და RT America-ზე. აგრეთვე გახლდათ Politicking with Larry King-ის კვირეული პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანი, რომელიც იმავე ორ არხზე გადიოდა 2013 წლიდან მისი გარდაცვალებამდე.


