კერკეტი კაკალი 3
Die Hard: With a Vengeance

კევინ ჩემბერლინი (დაიბადა 1963 წლის 25 ნოემბერს) ამერიკელი მსახიობი და მომღერალია. იგი ყველაზე მეტად ცნობილია ბერტრამის როლით დისნეის სიტკომში „ჯესი“, ასევე ისეთი თეატრალური როლებით, როგორიცაა ჰორტონი „სუსიკალში“ და ბიძია ფესტერი „ადამსის ოჯახში“. ჩემბერლინმა სამსახიობო ხელოვნება სწავლობდა რატგერსის უნივერსიტეტის მეისონ გროსის ხელოვნების სკოლაში, ნიუ-ბრანსუიკში, ნიუ-ჯერსი, და 1985 წელს დაამთავრა სამსახიობო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხით. ჩემბერლინი ღიად გეია. ის 2008 წლიდან დაქორწინებულია ტელესცენარისტსა და პროდიუსერ მაიკლ განსზე, ხოლო ერთად არიან 1991 წლიდან.