Hunger

კარენ ჰასანი | Karen Hassan
კარენ ჰასანი დაიბადა 1981 წლის ივლისში, ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში. ის ხუთი დადან ერთ-ერთია. 2011 წლის მარტში, ბელფასტის ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში, კარენმა აღიარა, რომ ბავშვობაში ძალიან მშვიდი იყო, თუმცა ყოველთვის სიამოვნებდა მსახიობობა, რამაც შთააგონა, ბელფასტში, ქუინსის უნივერსიტეტში დრამის შესწავლა დაეწყო, სანამ პროფესიონალი მსახიობი გახდებოდა. ის მრავალ ფილმსა და სატელევიზიო შოუში გამოჩნდა, ძირითადად მეორეხარისხოვან როლებში, სანამ 2008 წლის ბოლოს, სერიალ „ჰოლიოუკსის“ პირველ სეზონში ლინსი ნოლანის როლს მიიღებდა. 2010 წლის ივნისში გამოცხადდა, რომ კარენი კვლავ ლინსის როლს შეასრულებდა სერიალ „ჰოლიოუკსში“, ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ახლა ის მუდმივი პერსონაჟი გახდებოდა. მისი პირველი ეპიზოდი ეთერში 2010 წლის 11 აგვისტოს გავიდა.
