მტირალა მკვლელი
Crying Freeman

ჯული კონდრა დაიბადა ვინთერსში, ტეხასში და იქ ცხოვრობდა ცხრა წლამდე, როცა ოჯახი გადავიდა სან ანტონიოში. ცხრა წლის ასაკში დაიწყო მოდელობა და მონაწილეობდა ადგილობრივ სატელევიზიო რეკლამებში. 14 წლისას მოიპოვა Miss Texas Teen-ის ტიტული და მაშინვე დაიწყო სამსახიობო კარიერა. 16 წლისას გადავიდა ლოს-ანჯელესში და მალევე მიიღო როლები ფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში. 1998 წელს დაქორწინდა მარკ დაკასკოსთან; მათ აქვთ სამი შვილი.