წყევლა
The Conjuring

ჯონ ბრატერტონი (დაიბადა 1980 წლის 21 აგვისტოს) ამერიკელი მსახიობია. ბრატერტონმა ჯარედ ბენქსის როლი ითამაშა ABC-ის საპნის ოპერაში „ერთი სიცოცხლე რომ იცხოვრო“ 2007 წლის 10 აგვისტოდან 2009 წლის 13 ნოემბრამდე, ეკრანზე კი 2010 წლის 9 თებერვალს გამოჩნდა. მან მსახიობობა 10 წლის ასაკში დაიწყო. ბრატერტონი თავის დიდი ხნის შეყვარებულზე, მსახიობ ალისონ რაიმონდიზე, 2008 წლის 7 ივნისს დაქორწინდა. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ, შაია ბელატრიქსი, დაბადებული 2010 წლის 25 სექტემბერს და სეილორ კალისტო, დაბადებული 2012 წლის 3 მარტს. ბრატერტონი სწავლობდა ორეგონის შტატის ქალაქ კორვალისში და იყო კაპა სიგმას საძმოს წევრი.