ვარსკვლავური ომები: მანდალორელი და გროგუ
Star Wars: The Mandalorian and Grogu

ჯოელ სტოფერი ამერიკელი მსახიობია, რომელსაც სხვადასხვა სატელევიზიო სერიალებსა და ფილმებში მიუღია მონაწილეობა, როგორიცაა „მომხიბვლელი“, „ფარი“, „ემის განსჯა“, „ბრმა სამართალი“, „სახეობა III“, „გაუგებარი საქმე“ და „CSI: დანაშაულის ადგილის გამოძიება“. კალიფორნიის შტატის ქალაქ ბურბენკში „ალიანს რეპერტუარის კომპანიასთან“ ერთად სცენაზე გამოსვლის გარდა, ჯოელი ასევე აპროექტებდა დეკორაციებს იქ დადგმული სპექტაკლებისთვის („კოიოტი ღობეზე“) და სხვაგან, ჰადსონის გილდის თეატრში („გაუჩინარების აქტი“). 2008 წელს ჯოელი გამოჩნდა აგენტი ტეილორის როლში ფილმში „ინდიანა ჯონსი და ბროლის თავის ქალის სამეფო“, ასევე ითამაშა ბობ დილანის 2009 წლის მუსიკალურ ვიდეოში „Beyond Here Lies Nothin'“.