Hotel Transylvania
ჯეიმს სი ჯეი უილიამსი | James C.J. Williams
ჯეიმსი კარიერას ფილმურ ანიმაციაში დაიწყო ლონდონში, Amblimation სტუდიაში. იმუშავა იმ სტუდიის სამ ფილმზე (An American Tail II, We’re Back და Balto), შემდეგ ოჯახთან ერთად გადავიდა ლოს-ანჯელესში Warner Bros. Feature Animation-ში, სადაც იყო ზედამხედველი ორიგინალურ Space Jam-ს. მოგვიანებით გადაბარგდა DreamWorks-ში და ხელმძღვანელობდა ოთხ ტრადიციულად ანიმირებულ ფილმს: Prince of Egypt, Road to El Dorado, Spirit და Sinbad. ამის შემდეგ შეუერთდა Sony Pictures Animation-ს, დაეკისრა ლეაუთის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და იმუშავა ფილმებზე The Polar Express, Open Season, Surf’s Up, Cloudy With a Chance of Meatballs, Hotel Transylvania და Spider-Man: Into the Spiderverse. შემდეგ ჯეიმსი კვლავ გადავიდა აღმოსავლეთ სანაპიროზე, BlueSky Studios-ში, გრინვიჩი, კონექტიკუტი, სადაც იყო ლეაუთის უფროსი ფილმებზე Spies in Disguise და Nimona. მისი ბოლო პოზიცია იყო სტუდიის კინემატოგრაფი Illumination Studios-ში პარიზში, სადაც მუშაობდა The Super Mario Bros. Movie, Migration და Despicable Me 4-ზე.
