Die Hard 2

ფრედ ტომპსონი | Fred Thompson
ფრედი დალტონ „ფრედ“ ტომპსონი (დ. 19 აგვისტო, 1942 - გ. 1 ნოემბერი, 2015), ცნობილი როგორც ფრედ ტომპსონი და ფრედ დალტონ ტომპსონი, არის ამერიკელი პოლიტიკოსი, მსახიობი, ადვოკატი, ლობისტი, მიმომხილველი და რადიოწამყვანი. 1994 წლიდან 2003 წლამდე ის ტენესის შტატის რესპუბლიკელი სენატორი იყო. იგი იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო უსაფრთხოების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმოხილვის კომისიის წევრი, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი და არის ამერიკის საწარმოთა ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, სპეციალიზირებულია ეროვნულ უსაფრთხოებასა და დაზვერვაში. როგორც მსახიობი, ის გამოჩნდა უამრავ ფილმსა და სატელევიზიო შოუში. ის ხშირად ასახიერებდა სამთავრობო ფიგურებს. 2002 წელს, აშშ-ის სენატის ვადის ბოლო თვეებში, ის შეუერთდა NBC-ის ხანგრძლივი სატელევიზიო სერიალის „კანონი და წესრიგი“ მსახიობებს, სადაც მანჰეტენის ოლქის პროკურორის, არტურ ბრენჩის როლს თამაშობდა. 2007 წლის მაისში მან შესვენება აიღო მსახიობობიდან, რათა კენჭი ეყარა 2008 წლის რესპუბლიკური საპრეზიდენტო ნომინაციაში. 2009 წელს ის მსახიობობას დაუბრუნდა ტელესერიალში სტუმრად გამოჩენით და ბრაიან დენეჰისთან ერთად ითამაშა ფილმში „ალგედირებული“, რომელიც სკოუპსის მაიმუნის სასამართლო პროცესს ეხება. ვიკიპედიიდან, თავისუფალი ენციკლოპედიიდან.
