მატრიცა: გადატვირთვა
The Matrix Reloaded

კოლინ ჩოუ (ჩინ. 鄒兆龍) ტაივანელი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატია. ჩოუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტად ცნობილია სერაფიმის განსახიერებით ფილმებში „მატრიცა გადატვირთულია“ და „მატრიცის რევოლუციები“. აზიურ კინოში ჩოუ მონაწილეობდა ჯეტ ლისთან, დონი იენთან და სამო ჰუნგთან ერთად საბრძოლო ხელოვნების ისეთ ფილმებში, როგორიცაა „უშიშარი“ (2006) და „აფეთქების წერტილი“ (2007). ის ასევე ცნობილია ანტაგონისტის შანგ ვეის როლით ფილმში „გაუმარჯოს მოსამართლეს“ (1994), რომელშიც მთავარ როლს სტივენ ჩოუ ასრულებდნენ, და ჯეიდ მხედართმთავრის როლით ფილმში „აკრძალული სამეფო“ (2008), რომელშიც მთავარ როლებს ჯეტ ლი და ჯეკი ჩანი ასრულებდნენ. ჩოუ სწავლობდა პირსის სათემო კოლეჯში, ლოს-ანჯელესში, აშშ.