მელოტი ძიძა
The Pacifier

კრისტოფერ ჯეი „კრის“ პოტერი (დაიბადა 1960 წლის 23 აგვისტოს) კანადელი მსახიობი, მუსიკოსი და სარეკლამო რგოლის შემქმნელია. იგი ძირითადად ცნობილია საპნის ოპერებსა და პრაიმ-თაიმის ტელევიზიაში შესრულებული როლებით. პოტერი ცნობილია პიტერ კეინის როლებით 1990-იანი წლების პოპულარულ კრიმინალურ დრამაში „კუნგ ფუ: ლეგენდა გრძელდება“, დოქტორ დევიდ კამერონის როლებით „ქუერი როგორც ფოლკის“ პირველ სეზონში, გამბიტის გახმოვანებით ანიმაციურ სერიალში „იქს-ადამიანები“ და თაღლითი ევან ოუენის განმეორებითი როლით სერიალში „ახალგაზრდები და მოუსვენრები“. ამჟამად ის ტიმ ფლემინგის როლს ასრულებს პოპულარულ დრამაში „ჰართლენდი“.