შიმშილი
Hunger

ბრაიან მილიგანი (დაბ. 1982 ან 1983) — ჩრდილოირლანდიელი მსახიობი, ყველაზე ცნობილია ტელევიზორული კრიმინალური დრამით The Fall. მილიგანი გაიზარდა ბელფასტში ხუთი და-ძმის გარემოცვაში. საშუალო განათლება მიიღო ლაგან კოლეჯში. იგი მოყვარული ფეხბურთელია, თამაშობს ნიუტაუნბრედას რიგებში და გულშემატკივრობს არსენალს. სკოლის პერიოდში პირველად მიიღო სატელევიზიო როლი სერიალში Safe and Sound, სადაც პარტნიორობდა მიშელ ფეირლეისთან. ასევე უთამაშია ლონდონის სამეფო ეროვნულ თეატრში. მილიგანი სწავლობდა დრამატულ სკოლაში ინგლისში.