ეროვნული საგანძური: საიდუმლო წიგნი
National Treasure: Book of Secrets

ბრენტ ბრისკოე (1961 წლის 21 მაისი — 2017 წლის 18 ოქტომბერი) ამერიკელი მსახიობი და სცენარისტი იყო. დაიბადა მობერლიში, მისურიში. მისურის უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა და კარიერა თეატრში დაიწყო. მოგვიანებით გადავიდა სცენარისტობაზე და სრულმეტრაჟიან ფილმებში თამაშზე. სლინგ ბლეიდზე ბილი ბობ ტორნტონისთან მუშაობის შემდეგ მუდმივად გადაბარგდა ლოს-ანჯელესში და მასთან შემდგომ წლებში ხშირად თანამშრომლობდა. გარდა ამისა, ხშირად მუშაობდა მარკ ფაუზერთან, რომელიც მისი კოლეჯური რუმმეითი იყო.