Iron Man 3

ბილ მაჰერი | Bill Maher
უილიამ „ბილ“ მაჰერ უმცროსი ამერიკელი სტენდაპ კომიკოსი, ტელეწამყვანი, პოლიტიკური კომენტატორი, ავტორი და მსახიობია. HBO-ს გადაცემა „რეალურ დროში“ ბილ მაჰერთან ერთად წამყვანად მუშაობამდე, იგი მსგავს ღამის თოქ-შოუს, სახელწოდებით „პოლიტიკურად არაკორექტული“, თავდაპირველად Comedy Central-ზე, შემდეგ კი ABC-ზე, მიჰყავდა. ის ცნობილია თავისი პოლიტიკური სატირითა და სოციალურ-პოლიტიკური კომენტარებით, რომელიც თემების ფართო სპექტრს ეხება. ის მხარს უჭერს მარიხუანას და ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას და PETA-ს საბჭოს წევრია. ის ასევე რელიგიის კრიტიკოსია და Project Reason-ის საკონსულტაციო საბჭოს წევრია, ფონდისა, რომელიც საზოგადოებაში სამეცნიერო ცოდნისა და სეკულარული ღირებულებების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ამჟამად ის Comedy Central-ის ყველა დროის 100 საუკეთესო სტენდაპს შორის 38-ე ადგილზეა. მას ჰოლივუდის დიდების ხეივანზე ვარსკვლავი 2010 წლის 14 სექტემბერს გაუხსნეს.
