Kiralik Ask

ბარიშ არდუჩი | Barış Arduç
ბარიშ არდუჩი თურქი ტელევიზიისა და კინოს მსახიობია. არდუჩი დაიბადა შვეიცარიაში 1987 წლის 9 ოქტომბერს, მამამისის, ეროლ არდუჩის და დედის, გულაი არდუჩის ოჯახში. მისი მამისეული ოჯახი ალბანელი ემიგრანტები იყვნენ. დედის მხრიდან წარმოშობით არტვინიდან იყო. მას ორი ძმა ჰყავს. 8 წლის ასაკში ბარიშ არდუჩი ოჯახთან ერთად თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად. მან 2005 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და შემდგომში მოიპოვა სასწავლო გრანტი, რათა ჩარიცხულიყო კაისერის ერჯიესის უნივერსიტეტის სპორტულ აკადემიაში. მომავალი ცნობილი ადამიანის ოჯახს საკმარისი თანხა ჰქონდა, რათა ბიჭისთვის კარგი განათლება მიეცა. თავის მხრივ, ბიჭმა სკოლა შესანიშნავი ნიშნებით დაამთავრა და დაიწყო ფიქრი პროფესიის არჩევაზე, რომელშიც დიდ წარმატებას მიაღწევდა. არდუჩს უყვარდა სპორტი და გადაწყვიტა, რომ ამ სფეროსთვის მიეძღვნა თავი. სკოლის დამთავრების შემდეგ ის სპორტის აკადემიაში ჩააბარა. სამწუხაროდ, მომავალმა მსახიობმა აკადემია არ დაამთავრა, რადგან სწავლის პირველი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. მისი განათლების შემდეგი ნაბიჯი კონსერვატორიაში ჩაბარება იყო. ახალგაზრდა მამაკაცი ხელოვნებით იყო დაინტერესებული და კონსერვატორიაში სამსახიობო უნარების შესწავლას სწავლობდა. ის ინგლისურ ენას კარგად სწავლობდა და ახლა თავისუფლად საუბრობს. სპორტით იყო დაკავებული. უფრო ზუსტად, ფეხბურთს თამაშობს, ცურავს და ყვინთავს. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდამ თავისი შესაძლებლობები გადაღებებზე გამოსცადა. ტელესერიალში როლი მისი პირველი ნამუშევარი იყო. არდუჩი 2007-2009 წლებში თურქეთის ქალაქ სტამბოლში სამსახიობო კურსებს დაესწრო და თეატრალური განათლება სადრის ოჯახის თეატრში დაასრულა. 2009 წელს, აილა ალგანთან შეხვედრის შემდეგ, პროფესიონალი მსახიობი გახდა. არდუმ ტელევიზიაში მსახიობობა 2011 წელს დაიწყო, 2012 წელს კი „ნუ ღელავ ჩემზე“ (თურქ.: Benim Için Üzülme) გამოჩნდა, სადაც ყველაზე წარმატებული გამოვიდა. 2014 წელს მან პირველი როლი მიიღო კინოში, სერიალ „Sadece Sen“-ში მცირე როლით. 2015 წლის 19 ივნისს არდუჩს მთავარი როლი მიენიჭა თურქულ სატელევიზიო სერიალში „სიყვარული გაქირავებით“, სადაც ის ელჩინ სანგუსთან ერთად თამაშობდა თურქულ არხ Star TV-ზე. როგორც „საუკეთესო სერიალის წყვილი“, ომერ იპლიკჩისა და დეფნე თოფალის პერსონაჟების განსახიერებით, მათ მოიგეს „ოქროს პეპლის“ სატელევიზიო ჯილდო (2015). ბარიშ არდუჩმა მოგვიანებით მოიგო მეორე „ოქროს პეპლის“ სატელევიზიო ჯილდო, მეორე სეზონის შესრულებისთვის.
