12 წელი მონობაში
12 Years a Slave

ალფრე ეტ ვუდარდი (დაიბადა 1952 წლის 8 ნოემბერს) არის ამერიკელი კინოს, თეატრისა და ტელევიზიის მსახიობი. იგი ნომინირებული იყო ოსკარისა და გრემის პრემიებზე, 12-ჯერ ემის პრემიაზე (ოთხჯერ მოიგო), ასევე მოგებული აქვს ოქროს გლობუსი და სამი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო. იგი ცნობილია ისეთ ფილმებში შესრულებული როლებით, როგორიცაა „კროს კრიკი“, „მის ფაიერკრეკერი“, „გრანდ კანიონი“, „ვნებათაღელვა“, „პირველყოფილი შიში“, „ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი“, „მის ევერსის ბიჭები“, K-PAX, „რადიო“, „თავიდან აიღე“ და „ოჯახი, რომელიც მტაცებელია“.