პიკის საათი 2
Rush Hour 2

ალან კინგი (დაბადებული ირვინ ალან კნიბერგი; 1927 წლის 26 დეკემბერი — 2004 წლის 9 მაისი) ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი იყო, ცნობილი მწარე იუმორით და ხშირად გაღიზიანებული ტონით წარმოთქმული ხუმრობებით. კინგი გაითქვა სახელი როგორც ებრაული კომიკოსი და სატირიკოსი. ის ასევე სერიოზული მსახიობი იყო და გამოჩნდა რამდენიმე ფილმსა და სატელევიზიო გადაცემაში. კინგმა დაწერა რამდენიმე წიგნი, იყო ფილმების პროდიუსერი და მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში. ცხოვრების ბოლო წლებში უჭერდა მხარს მრავალი საქველმოქმედო მიზანს.